კორპორაცია Microsoft–მა E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე ახალი სათამაშო მანიპულატორი, Wireless Speed Wheel დაანონსა, რომელიც Xbox 360–ის კონსოლებისთვის არის განკუთვნილი.
სიახლე წარმოადგენს ორიგინალური კონსტრუქციის საჭეს. მანიპულატორი აღჭურვილია მართვის სტანდარტული ღილაკებით, D-pad პანელით, ასევე აქსელერატორის გასაკონტროლებელი ბერკეტებითა და მუხრუჭით.
ასევე, Wireless Speed Wheel უზრუნველყოფს კონსოლსა და მანიპულატორს შორის მონაცემების უკაბელო გაცვლას. «მაიკროსოფტში» აღნიშნავენ, რომ სიახლე თავსებადია Xbox 360–სთვის განკუთვნილ ნებისმიერ სიმულატორთან — თუმცა ზოგიერთ თამაშს გააჩნია განსაზღვრული ფუნქციონალური შეზღუდვები.
მანიპულატორი გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოჩნდება; მისი საორიენტაციო ფასი 60 დოლარს შეადგენს.
წყარო: Geeky Gadgets

