კომპანია Nintendo-მ ლოს-ანჯელესში (აშშ) E3-ის გამოფენაზე წარმოადგინა შემდეგი თაობის სათამაშო კონსოლი, რომელიც 2012 წელს შეცვლის Wii-ს.

სიახლის სახელწოდებაა Wii U; მისი მთავარი განსაკუთრებულობაა — ინოვაციური უკაბელო კონტროლერი, რომელსაც აქვს 6,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი. ეკრანზე შიეძლება თამაშის თანმხლები ინფორმაციის ან დამატებით სხვა «გეიმფლეური» რაკურსების გამოტანა. მანიპულატორს შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებელმა სათამაშო მოწყობილობამ; სურვილისამებრ მისი გამოყენება შეიძლება მედიაკონტენტთან ურთიერთქმედებაში ტელევიზორის ეკრანზე.

კონტროლერის სენსორულ პანელს დამატებით  აქვს გიროსკოპი, აქსელერომეტრი, მართვის ნაწილების ნაკრები და ჩაშენებული კამერა, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეოზარების და უკაბელო კავშირის შესაძლებლობას.

Wii U კონსოლი შესრულებულია მრავალბირთვიანი 45-ნანომეტრული პროცესორის IBM Power-ის ბაზაზე. მას შეუძლია მაღალი გარჩევადობის მატერიალებთან მუშაობა, 1080р ფორმატზე ზევით. სიახლეს არ აქვს ჩადგმული მყარი დისკი, სამაგიეროდ გათვლისწინებულია SD-სლოტი, USB პორტი გარე მეხსიერების და მიმღები «მაღალი სიხშირის ოპტიკური შიგთავსისთვის დიამეტრით 12 სანტიმეტრი». სავარაუდოდ მოწყობილობას ექნება ჩაშენებული ფლეშ-მოდულიც.

კონტროლერი თავსებადია Wii-თან, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ არსებული აქსესუარები და გავუშვათ ეხლანდელი თამაშები. მომხმარებლებს შეეძლებათ მოწყობილობას შეუერთონ ოთხამდე დამატებითი კონტროლერი Wii Remote ან Wii Remote Plus.

Wii U-ის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=4e3qaPg_keg

წყარო:  Nintendo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.