დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო უკრაინული ფირმის PocketBook-ის წარმოებულ პლანშეტ-რიდერზე A10. თავიდანვე ეს კომპანია ადვილად გასცდა უსახელო და უმნიშვნელო მოწყობილობების მწარმოებლის ნიშას და გახდა ჩვენთვის ცნობილი ბრენდი იქ სადაც უკვე თავისი ადგილი უკავია Sony, Amazon-სა და Barnes & Noble-ს. ახლა უკვე მისი პროდუქცია იყიდება მთელს მსოფლიოში.

A10 პირველად წარმოდგენილი იქნა გერმანიაში გამოფენაზე IFA 2011, სადაც საყოველთაო ყურადღება მოიპოვა. დღეს მე შევეცდები განვიხილო ის ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო კუთხით, მაშ ასე:

მოწყობილობის უმთავრესი მახასიათებლებია:

მოწყობილობის გარეგნობა არც ისე ორიგინალურად გამოიყურება, მიუხედავად უკრაინული წარმოშობისა ის მაინც აზიური, უფრო ზუსტად ჩინური შესახედაობისაა, შესრულებულია ის პრიალა თეთრი პლასტმასისგან. მიუხედავად ამისა რიდერი ხარისხიანად არის შეკრული და მისი წონაც მეტყველებს კონსტრუქციის მაღალ მდგრადობაზე.

პლანშეტის კიდევ ერთი თავისებურება გახლავთ ფუნქციონალური ღილაკების არასტანდარტული განლაგება. წინა პანელზე ეკრანის ქვეშ არის მოთავსებული ექვსივე ღილაკი: Home, კონტექსტური მენიუ, გვერდების გადაფურცვლა, უკან დაბრუნება და ძიება. დინამიკები, მიკროფონი და კამერაც ქვევით არის მოთავსებული რაც კიდე უფრო უცნაურია და არც ერთ სხვა პლანშეტში ჯერ არ მინახავს მსგავსი გადაწყვეტილება.

ზევით საერთოდ არაფერი არ არის, არც წინა და არც უკანა პანელზე, ასევე გვერდებში. ყველა ინტერფეისი მკაცრად ქვევით არის მოთავსებული.

მარცხენა გვერდზე მოთავსებულია ხმის რეგულატორი, ყურსასმენების ფოსო და (3G მოდელებში SIM ბარათის სლოტი)

მარჯვენა პანელზე არის microUSB პორტი, microSD სლოტი და ჩართვა/გამორთვის ღილაკი.

უკანა პანელზე საერთოდ არ არის ფუნქციონალური ელემენტები, თუმცა soft-touch პლასტმასის ჩასმა ძალიან ლამაზად გამოიყურება და მოწყობილობის ხელში დაჭერისას უზრუნველყოფს საკმარის მოჭიდებას და სასიამოვნო და კომფორტულ შეხებას.

უკანა პანელზე არის საფირმო ლოგო Obrey. ეს არის PocketBook-ის ახალი ბრენდი, რომელიც არის კონტენტ პროვაიდერი – ონლაინ მაღაზია. საინტერესოა რატომ დაარქვა PocketBook-მა მის მარკეტს განსხვავებული სახელი, მაგრამ თვით კომპანიის მიერ კონტენტის მიწოდების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ოპერაციული სისტემა რაც ამ მოწყობილობის მართვას ახორციელებს, არის ჩვეულებრივი Android 2.3.5 – ყოველგვარი ცვლილების გარეშე. რატომ მოხდა ისე რომ მასზე არ არის პლანშეტური ვერსია უცნობია, მაგრამ ამის გამო ის მოძველებულად გამოიყურება და მიზეზებიც ალბათ აპარატულ მოაცემებში უნდა ვეძებოთ. კომპანიას არც საკუთარ გარსზე უზრუნია და მხოლოდ  სპეციფიური პროგრამების კრებულით შემოიფარგლა. აღსანიშნავია პროგრამა “Books” რომლის ვიჯეტიც ეკრანის ზედა ნაწილშია მოთავსებული.

სენსორული ეკრანი გამოირჩევა კარგი რეაქციით, ასევე კარგად მუშაობს მულტითაჩი გარკველულ პროგრამებში. ღილაკების მიმართ კი სერიოზული პრეტენზიები გამიჩნდა, ის არ არის საკმარისად გამოყოფილი და მისი შეხებით განსხვავება საკმაოდ რთულია, რის გამოც ხშირად არის ვიზუალური დათვალიერება. ხმის რეგულატორიც არასწორ ადგილას არის მოთავსებული, რის გამოც მისი გამოყენებისას პლანშეტის პოზიციის შეცვლა არის საჭირო.

არის დადებითი მხარეებიც, პორტრეტულ რეჟიმში წიგნის კითხვისას გადაფურცვლის ღილაკები საკმაოდ კომფორტულ ადგილას ხვდება, რაც სასიამოვნოა.

ეკრანის მონაცემები დამაკმაყოფილებლად გამოიყურება, როგორც ქაღალდზე ასევე რეალური მოხმარების დროსაც. მართალია ჩვეულებრივი განათებისას ან შენობის შიგნით ინტერნეტში ძრომიალი და ფილმების ყურება ძალიან კომფორტულია რაც დიაგონალის და ეკრანის გარჩევადობის სწორი შეთავსების დამსახურებაა. სხვაგვარად არის საქმე მზის შუქზე, ეკრანი თითქმის უხილავი ხდება რაც სიკაშკაშისა და ანტიბლიკის ნაკლებობაზე მეტყველებს. ხედვის კუთხეებიც საკმაოდ შორს არის იდეალისგან.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ TFT ეკრანიდან წიგნის კითხვა არც ისე სასიამოვნოა და ადვილად ღლის თვალებს. ასევე მცირეა ავტონომიური მუშაობის დროც, თუმცა სხვა რიდერებიგან განსხვავებით სიბნელეში კითხვის უპირატესობა და ეკრანის განახლების სისწრაფე სერიოზულ არგუმენტებს წარმოადგენს.

კიდევ ერთი სასიამოვნო თავისებურება არის ის, რომ პლანშეტში არის Android Market-ის მხარდაჭერა, რაც დაბალბიუჯეტიანი მოწყობილობებისათვის იშვიათობას წარმოადგენს. პროგრამების მარკეტი კარგი ოფციაა მაგრამ პლანშეტის აპარატული მონაცემებიდან გამომდინარე მაღალი წარმადობის თამაშების გაშვება მასზე არ არის რეკომენდირებული.

პლანშეტის მულტიმედიური შესაძლებლობები არც ისე შთამბეჭდავია, ჩამოთვლილი ფორმატების მხარდაჭერა საკმარისი არ არის სრული მულტიმედიური ფუნქციონალისათვის და ასევე ჩაშენებული დინამიკების ხარისხი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ამის გარდა არის FM რადიოს მხარდაჭერაც რაც ცოტათი აბალანსებს მულტიმედიური შესაძლებლობების ნაკლებობას.

ჩაშენებული კამერა 2 მეგაპიქსელით შეიძლება მხოლოდ ვიდეო ზარებისთვის გამოვიყენოთ. შეუძლებელია მისი საშუალებით გადავიღოთ ჩვეულებრივი ფოტოები თუ გავითვალისწინებთ მის პოზიციასა და სენსორული მართვის თავისებურებებს. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვიდეო კავშირის განხორციელებისას კამერის მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსება ძალიან არაკომფორტულია და მოუხერხებელი.

პროგრამული უზრუნველყოფიდან აღნიშვნას საჭიროებს საოფისე პაკეტი დოკუმენტებთან მუშაობისთვის, არის დღიური და უბის წიგნაკიც სადაც იწერება წიგნის კითხვისას გაკეთებული შენიშვნები. და რა თქმა უნდა წიგნები, რომელიც არის უმთავრესი პროგრამა რომლის გარშემოც არის ეს რიდერი შექმნილი.

მთავარ ეკრანზე არის ბოლოს გახსნილი ან დამატებული წიგნების ვიჯეტი რომლის ზედა მარჯვენა კუთხეში არის ბიბლიოთეკაში შესასვლელი ღილაკი. წიგნზე დაჭერით პირდაპირ იხსნება კონკრეტული წიგნი ან გვერდი რომელზეც ვიდექით თუ რა თქმა უნდა უკვე დაწყებული გვაქვს მისი წაკითხვა.

ბიბლიოთეკა შედგება ოთხი ჩანართისგან: წიგნების ჩამონათვალი – სადაც არის საერთო ბიბლიოთეკა და რჩეულები, ბოლოს გახსნილი წიგნების ისტორია, ონლაინ მაღაზია (Obrey-Store).

რაც შეეხება კითხვის პროცესს, აქ საქმე გაცილებით უკეთესადაა, რადგან მას შეუძლია სხვა რიდერებისგან განსხვავებით თითქმის ყველა ფორმატის გახსნა. არ არის მხოლოდ Amazon-ის სპეციფიური ფორმატი MOBI, რომელიც ჩვენთვის თითქმის უმნიშვნელოა.

კითხვისას ხელმისაწვდომია მენიუ საიდანაცე შეიძლება ორიენტაციის ბლოკირება, შრიფტის ზომის რეგულირება, ტექსტის მთელს ეკრანზე გაშლა და გვერდების გადაფურცვლა ან ხელით შეყვანა. ასევე არის კონტექსტური მენიუ საიდანაც შეიძლება პარამეტრებში გადასვლა, ტექსტის რჩეულებში გადატანა და თეთრით შვზე გადასვლა.

ტექსტზე თითის დაჭერისას გამოჩნდება კიდევ ერთი კონტექსტური მენიუ საიდანაც სიტყვაის ლექსიკონში დამატება, სანიშნის შექმნა და ტექსტის გამოხმავანებაა შესაძლებელი. რობოტი-ქალის ხმით ინტონაციების გარეშე ტექსტი იკითხება თქვენს მიერ შერჩეულ ენაზე.

გვერდების გადაფურცვლა ხორციელდება სამი მეთოდით: მენიუდან, კორპუსზე მოთავსებული ღილაკებითა და თითის გასმით ეკრანზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ მოწყობილობაში არის PDF და DjVu ფორმატებთან მუშაობის თავისებურებები. 10 დიუმი, ფერადი ეკრანი და განახლების სიჩქარე ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ფორმატებისთვის. ეს ფაილები საკმაოდ სწრაფად იხსნება Pocket Book-ზე, ასევე სწრაფად იფურცლება და მასშტაბირების პრობლემებიც არ არის. თუმცა შეუძლებელია მულტითაჩ მასშტაბირება რაც საკმაოდ დიდი მინუსია.

მოწყობილობა იკვებება ლითიუმ-იონის აკუმულატორით რომლის მოცულობაც არის 6600 მილიამპერი საათში და ის საკმარისია 8-9 საათი კითხვის რეჟიმში მუშაობისთვის, 6 საათი ვიდეოსა და 4-5 საათი ინტერნეტში სახეტიალოდ. არც ისე ცუდია 10 დიუმიანი პლანშეტისთვის თუმცა iPad-თან შედარებით ეს საკმაოდ ცოტაა, ასევე ცოტაა ეს სხვა რიდერებთან შედარებისთვისაც.

არ არის ქართული უნიკოდის მხარდაჭერა და არც არის საშუალება ჩავწეროთ მასში ქართული შრიფტი და კლავიატურა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომპანიას არ უზრუნია საერთაშორისო სტანდარტების სრული მხარდაჭერისთვის, ასევე არ არის root წვდომის მიღების არანაირი მეთოდი, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.

PocketBook A10 არის მულტიმედიური რიდერი და ამ მიმართულებით ის საკმაოდ პერსპექტიული პროდუქტია. როგორც რიდერი ის საკმაოდ დიდია და მძიმე, არ ყოფნის აკუმულატორის მუხტი და ვერ შეედრება ანალოგიურ Nook Color-ს რომელიც აპარატული მონაცემებით ოდნავ ნაკლებიც არის მასზე. ჩემი აზრით A10 არის ბიუჯეტური პლანშეტი, რომელიც არ გამოირჩევა აპარატული სიმძლავრით, აქვს არაპლანშეტური Android 2.3.5 და საშუალოზე დაბალი ხარისხის ეკრანი. მიუხედავად ამისა არის უმთავრესი უკაბელო ქსელის მოდულები, Android Market და ოპ. სისტემის სრული გახსნილობა, რითაც ის მარტივად შეიძლება მოვირგოთ ჩვენს მოთხოვნებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.