კომპანია Sony Ericsson-მა, Mix Walkman-ის გარდა, წარმოადგინა კიდევ ერთი სიახლე — ფიჭური აპარატი txt pro.
მწარმოებლების განცხადებით, txt pro სპეციალურად დამზადდა მათთვის, ვისაც უყვარს სოციალურ ქსელებში ურთიერთობა. კერძოდ, აქ არის აპლიკაცია Facebook-თვის და Twitter-თვის. შეტყობინების აკრეფას აადვილებს მოძრავი QWERTY-კლავიატურა.
ტელეფონს გააჩნია 3-დიუმიანი სენსორული დისპელი გარჩევადობით 240×40, რომელიც დაცულია ნაფხაჭნებისგან. txt pro-ს, ასევე აქვს, კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი RDS-ის მხარდაჭერით, Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენსთვის და MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ-მდე.
სიახლე განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. თუ ვენდობით ტექნიკურ მახასიათებლებს, აკუმულატორი უზრუნვეყოფს ხუთ საათმადე საუბრის და 400 საათამდე მოლოდინის რეჟიმში მუშაობას.
txt pro-ს გაყიდვები დაიწყება შემდეგი კვარტალიდან; ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

