Assassin’s Creed-ის ექშენ-სერიას Wii U-ზე გადაიტანენ, განაცხადა გამომცემლობა Ubisoft.
პროექტზე მუშაობა კანადურ სტუდია Ubisoft Quebec-ს ანდეს. თამაშის რელიზს 2012 წლმადე არ უნდა ველოდოთ და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში, კონსოლის გამოსვლამდე. ცნობილი გახდა,რომ დამუშავების დროს თამაშის სიუჟეტში გამოყენებული იქნება უკვე გამოსული PC, PS3 და Xbox 360-ვერსიების მატერიალები.
ასასინების ორდენში მოხვედრის შემდეგ მოთამაშეს მოუწევს ტამპლიერებთან საიდუმლო ომის წარმოება. თამაშის მთვარი გმირი, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, შეძლებს საკუთარი გენეტიკური მეხსიერების წაკითხვას, ანუ გადაავლოს თვალი საკუთარი წინაპრის თავგადასავალს. მანიპულატორის სენსორული ეკრანის გამოყენებით ჩვენ შევძლებთ რუკის ნახვას, იარაღის არჩევას და ყველა თავსატეხის ამოხსნას, რომელიც სპეციალურად Wii-ვერსიისთვის მზადდება.
ასევე, Ubisoft-მა შეგვახსენა, რომ Assassin’s Creed: Revelations-ის PC, PS3 და Xbox 360-ვერსიები მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოვა, რომელიც ლეგენდარული გმირის, ეციოს ისტორიას დაასრულებს.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/BoH8heBDC_4
წყარო: VG247

