ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევების სამმართველო აპირებს ბიოინჟინერიის ახალ ერაზე გადაყვანას პროგრამა Living Foundries-ის მეშვეობით.

Microsystems Technology Office, MTO, ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევებისამმართველო (DARPA) იწყებს მროგრამა Living Foundries-ს (“ცოცხალი ქარხნები”). პირველწყაროს მიხედვით, მისი მიზანია, — “ბიოლოგიისათვის ინჟინერული მიდგომის გამოყენება, იმისათვის, რომ გამოიყენონ როგორც ტექნოლოგია და განავითარონ საწარმოო პლატფორმა” ეს ყველაფერი “ამერიკაში ახალი ინდუსტრიიცა და თავდაცვის მასალების და მოწყობილობების შესამნელად”.

პროგრამა იქნება დისციპლინათშორისი, იმისათვის, რომ მოხდეს იდეების და მეთოდების გაცვლის სტიმულირება; DARPA-ს არ ასწყობს არსებული მდგომარეობა, კონკრეტულად ის, რომ “კვლევები ტარდება შცდომებით და ცდებით” ასევე ის, რომ “წარმატებული პროექტების მიღწევები არ გამოიყენება ახალ პროექტებში”. შედეგად “მოდიფიცირდება მხოლოდ ცალკეული გენები, კონსტრუირდება მათი მარტივი მიმდევრობები”.

სამმართველო აპირებს ბიოინჟინერიაში ახალი ინსტრუმენტების, ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების შექმნას, კონსტრუირების წარმოებისგნ განცალკევებას და “დიზაინი — წარმოება — ტესტირება”, ამ ციკლის ასწრაფებას, მოხდება გენების და ბიოქიმიური პროცესების კატალოგიზაცია, იმისთვის, რომ შეიქმნას მოდულური ორგანიზმები და ბიომასალები შეკვეთით (მათ შორის უჯრედოვანი რიგები, რომლებშიც ახალი გენების ჩამატება საკმაოდ მარტივია).

იმისათვის, რომ “ცოცხალი ქარხნებით” დააინტერესოს მეცნიერები და ბიზნესმენები, 28 ივლისს DARPA არლინგტონში (ვირგინია, ვაშინგტონის მახლობლად) ჩაატარებს ღონისძიებას “ინდუსტრიის დღე” (Industry Day), რომელშიც მონაწილეებს გააცნობენ დეტალებს და წაახალისებენ მათ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებისათვის.

გამოყენებულია Wired და DARPA-ის მასალები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.