კომპანია NEC-მა, Digital Signage Japan 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა  ინტერაქტიული კედელის პანელი Multi-Touch Wall.

სიახლე შედგება რვა 46-დიუმიანი თხევადკრისტალური-დისპლეისგან თხელი ჩარჩოთი, რომლებიც განთავსებულია ორ რიგად, უფრო სუსტად, ოთხი ცალი თითოეულში. ეკრანების გარჩევადობა შეადგენს 1366×768 წერტილი, ხოლო პანელის რეზულტატური გარჩევადობა — 5464×1536. სამუშაო სივრცის ზომა — 4,1 მ ჰორიზონტალურად და 1,15 მ ვერტიკალურად.

კედელს Multi-Touch Wall-ს შეუძლია ერთდროულად ორ წერტილზე შეხების ამოცნობა. ფუნქციონალის რეალიზაცია ხდება, ინფრაწითელი სენსორების საშუალებით. პანელის მუშაობას უზრუნველყოფს, კომპიუტერი Intel-ის პროცესორზე Windows Embedded Standard 7-ის ოპერაციული სისტემით.

სავარაუდოდ, Multi-Touch Wall გამოყენებული იქნება, განათლების სისტემაში, სხვადსხვა საგამოფენო დარბაზებში, ინტერაქტიულ მულტიმედიურ სისტემებში და ა.შ. პერსპექტივაში NEC გეგმავს პანელების კომერციულ წარმოებას.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=UA-s9P3Fmg8

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

2 Responses

  1. ძალიან მაგარი ნიუსია, მინდა ეგეთი კედლების მქონე სახლი 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.