კონსოლური შუთერი, Binary Domain 2012 წლის თებერვალში გამოვა, იუწყება გამომცემლობა SEGA. თამაში ერთდროულად ყველა რეგიონისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გასული წლის მიწურულს დაანონსებული პროექტი, ტოშიჰირო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, სტუდია SEGA Japan–ში მუშავდება. ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიის მოყვარულთათვის. სიახლე PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა.
თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს კიდევ ერთ პრობლემურ მომავალზე. ამჯერად დამნაშავე კომპანია AMADA აღმოჩნდა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის შექმნა მოახერხა. რობოტებმა დამოუკიდებლობა მოისურვეს, გარდა ამისა მათ სიცოცხლის დომინანტურ ფორმად გახდომაც გადაწყვიტეს, ხოლო ამისთვის საჭიროა კონკურენტების ჩამოშორება — საუბარია ადამიანებზე. დიდი ხნის განმავლობაში სრულყოფილი მანქანები იკრეფდნენ ძალას და სწავლობდნენ მასკირებას (მათი გარეგანი შეხედულება არ განსხვავდება ადამიანებისგან), თუმცა ერთხელ… როგორც ყველა თამაშში, სუსტი რატომღაც ერევა ძლიერს…
ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობის ორგანიზაციის წევრის როლის მორგება. ჯგუფთან შეთანხმებული მუშაობით (მთავარი აქცენტი გაკეთებულია კოოპერატივ რეჟიმზე) უნდა დავამარცხოთ ბოროტება.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/Q9JsneE1UqU
წყარო: Eurogamer

