კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსები სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ძალთა მნიშვნელოვან გადანაწილებას პროგნოზირებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ უკვე მიმდინარე კვარტლაში Nokia, რომელიც 1996 წლიდან ლიდერობს სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებელთა სიას, პირველ ადგილს კომპანია Samsung–ს დაუთმობს, ხოლო 2011 წლის მესამე მეოთხედში შესაძლოა საერთოდ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს (ადგილი გაუცვლის Apple–ს).
2012 წელსაც, Nomura–ს აზრით, Nokia გააგრძელებს ვარდნას: მას კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ტაივანური კომპანია HTC დასწევს.
გარდა ამისა, იმ ფაქტს რომ, ფინური ვენდორი საკმაოდ ჩამორჩება სმარტფონების სწრაფად მზარდ ბაზარს, სხვა კომპანიის ანალიტიკოსებიც ადასტურებენ. მოკლედ, IDC–ის შეფასებით, პირველ კვარტალში Nokia–მ 24,2 მლნ «ჭკვიანი ტელეფონის» რეალიზება მოახერხა, ამასთან კომპანიის წილი ერთი წლის განმავლობაში 38,8–დან 24,3%–მდე შემცირდა.
2010 წელს, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის 305 მლნ–ზე მეტი სმარტფონი გაიყიდა. მიმდინარე წელს მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია 55%–ით — 472 მლნ ერთეულამდე.
წყარო: რეიტერი

