კომპანია Valve–მა ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახადა. ამიერიდან ვისაც კი სურვილი აქვს შეუძლია უფასოდ ჩამოტვითოს თამაში, ამისთვის საჭიროა უბრალოდ Steam–ში დარეგისტრირება.
გასული კვირას Valve–მა გახსნა Steam–ის სპეციალური განყოფილება უფასო თამაშებისთვის, თუმცა მანდ მხოლოდ MMO–თამაშებს თუ შეხვდებოდით. შემდეგ დეველოპერებმა განაცხადეს, რომ დიდი სიამოვნებით გამოუშვებდნენ რაიმე კარგს ყველასთვის და აი შედეგიც.
იმათთვის, ვისაც არ სმენია Team Fortress 2–ის შესახებ, აგიხსნით: თამაში არასდროს არ მოითხოვდა რაიმე სააბონენტო გადასახადს, თუმცა როგორც ყველა პროდუქტი ესეც ფულზე იცვლებოდა. გარდა ამისა, თამაშს დაამატეს ოფლაინ სავარჯიშო რეჟიმი დამწყებთათვის, იარაღები და ახალი რუკები.
რას შეეხება დეველოპერების შემოსავალს, ისინი ფულს სპეციალურ შიდა მაღაზიაში მომხმარებელთა მიერ შეძენილი ნივთებისგან მიიღებენ. სხვათა შორის, დამწყებებს ექნებათ რამდენიმე შეზღუდვა: ინვენტარის ნაკლები სლოტი და ზოგიერთი სავაჭრო ლიმიტი.
თამაშის ერთ–ერთი თრეილერი:
httpvhd://youtu.be/36lSzUMBJnc
წყარო: Eurogamer


ძალიან მაგარი თამაშია 🙂 სამი წლის წინ ვიყიდე, ახლაც ვთამაშობ…
ყველას გირჩევთ!…
hai
hai hav ar yuo