როცა HP განაცხადა გასულ თვეში, რომ ის webOS-ის წყაროს გამოქვეყნებას აპირებს, მიღებული გადაწყვეტილება დადებითად იქნა შეფასებული. ფაქტობრივად პირველი განცხადება არ შეიცავდა დეტალებს და ცნობილი იყო ის, რომ კოდის განვითარებაზე როგორც კომპანია ასევე სხვა მხარეებიც იზრუნებდნენ ერთობლივად. ახლა კი კომპანიამ განაცხადა, რომ ის მოახდენს კოდის ექსპორტირებას სრულად ღია სახით და მისი ოფიციალური სახელი იქნება Open webOS 1.0. თავსატეხის პირველი ნაწილი დღესვე გამოაშკარავდა და ეს გახლავთ მეორე თაობის ფრეიმვორკი Enyo, რომელიც არის უფასო ხელსაწყო რითაც დეველოპერები მოამზადებენ პროგრამებს სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის და დესკტოპ ბრაიზერებისთვის.

როგორც ორიგინალური ფრეიმვორკი ამ ვერსიაშიც არის Firefox, Chrome და Safari-ს მხარდაჭერა. ასევე სისტმა გადავა სტანდარტულ Linux-ის ბირთვზე, რაცგაამარტივებს მწარმოებლებისთვის სისტემის პორტირებას ახალ მოწყობილობებზე.

ფრეიმვორკის ვებსაიტი:
http://enyojs.com/

წყარო: HP

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.