ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, HTC-ის მძლავრ სმარტფონზე Eternity-ზე, რომელიც არის Windows Phone 7.1-ის (Mango) პროგრამულ პლატფორმაზე.
სიახლეს გააჩნია, 4,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი Super LCD (გარჩევადობა — 480×800 წერტილი).
აპარატს აქვს, 1,5-გიგაჰერციანი პროცესორი Qualcomm.
Eternity-, არსებული ინფორმაციით აღჭურვილია, 512 მბ-ანი ოპერატიული მეხსიერებით და 16 გბ-ანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია ორი კამერა: წინა 1,3-მეგაპიქსელიანი ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი ორმაგიშუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 720р ფორმატში.
სმარტფონს, ასევე აქვს, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები, GPS-მიმღები, ორიენტაციის სენსორი, FM-ტუნერი და აკუმულატორი მოცულობით 1 650 მა/სთ.
Eternity-ის ზომები — 130,6×70,6×9,9 მმ, წონა — 170 გ. ანონსი, სავარაუდოდ, შედგება შემოდგომაზე.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

