გამოჩნდა, ინფორმაცია, Nokia-ს ახალი სმრატფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც არის Symbian-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
აპარატ-მონობლოკი Nokia 700 (Zeta) შესრულებულია Qualcomm Snapdragon-ის პროცესორზე 1 გჰც ტაქტური სიხშირით. სენსორული დისპლეი, დამზადებულია AMOLED ტექნოლოგიით და გააჩნია 3,2-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 360×640 წერტილი. სიახლის არსენალში — ორი კამერა: 0,3-მეგაპიქსელიანი წინა, განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით. გათვალისწინებულია უკაბელო კავშირის კონტროლერები Wi-Fi, Bluetooth და MicroSD სლოტი.
სმარტფონი აღჭურვილია NFC (Near Field Communication) მოდულით. აპარატი განკუთვნილია HSPA ქსელებში სამუშაოდ, ხოლო მისი ზომებია: 110×51×10 მმ.
როდის დაიწყება Zeta-ს გაყიდვები, ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.


yidva minda da am telefonistvis 400 lari normaluri fasia ???
ამ ტელეფონის ყიდვას არ გირჩევ თუ ნოკია ფანი არ ხარ 😀