კომპანია Motorola-მ დააანონსა სმარტფონი Droid 3, რომელიც შესრულებულია «გვერდული სლაიდერის» ფორმფაქტორზე.

სიახლე აღჭურვილია, გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 4-დიუმიანი სენსორული დისპლეით (გარჩევადობა  — 540×960 წერტილი). მოწყობილობა — ორბირთვიან პროცესორზე 1 გჰც ტაქტური სიხშირით.

Droid 3-ს აქვს ორი კამერა: წინა კამერა განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის, ხოლო მთავარ კამერას გააჩნია, 8-მეგაპიქსელიანი მატრიცა, შუქდიოდური გაელვება და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 1080р ფორმატში. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; არის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, HDMI ინტერფეისი და USB. სმარტფონში, დაინსტალირებულია, Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა. მხარდაჭერილია GSM და CDMA EVDO rev. A. ქსელებში მუშაობა.

Droid 3-ის გაყიდვებს უზრუნველყოფს ოპერატორი Verizon Wireless; ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხევაში, სიახლის ღირებულება არის $200, კონტრაქტის გარეშე — $460.

გამოყენებულია Motorola-ს გამოყენებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.