
ამერიკის ანტიმონოპოლიურმა ინსტიტუტმა (AAI) გააგზავნა წერილი ა.შ.შ.-ს იუსტიციის სამინისტროში, რომ წარმოებულ იქნას ანტიმონოპოლიური გამოძიება, რომელიც Nortel-ის ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვას ეხება.
შგახსენებთ, რომ აუქციონის შედეგებით 6 000-მდე პატენტი და საპატენტო განცხადება, რომელიც 4,5 მლრდ დოლარი ღირს იყიდეს კომპანიებმა: Apple, EMC, Ericsson, Microsoft, Research In Motion (RIM) და Sony. პატენტები მოიცავს მრავალფეროვან ტექნოლოგიებს უკაბელოდ მონაცემების გადაცემაში, მათ შორის 4G ქსელებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით და სხვა.
ვაჭრობაში გამარჯვებულთა რიცხვში ვერ შევიდა კომპანია Google, რომელიც მზად იყო გადაეხად 900 მილიონი Nortel-ის ინტელექტუალურ საკუთრებაში. პატენტების Google-თვის საჭირო იყო მოსალოდნელი სასამართლოებისათვის, რომელიც მის მობილურ ოპერაციულ სისტემა Android-ს მოელის.
AAI მიიჩნევს, რომ აუქციონში გამარჯვებულებს შეეძლოთ მოეწყოთ შეთქმულება, რომ არ დაეშვათ Google-ის მიერ Nortel-ის პატენტების შეძენა. ამაზე მეტყველებს თანხა, რომელიც 5-ჯერ აღემატება Google-ის მიერ პირველად შემოთავაზებულ საფასურს. თუ ა.შ.შ-ს ანტიმონოპოლიური სამსახურები დაიწყებენ გამოძიებას, მაშინ აუქციონსი შედეგები შესაძლოა გაუქმდეს.
გამოყენებულია eWeek-ის მასალები.

ვიღაც ვიღაცეებს Google გაეჩხირათ??