ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Sony Ericsson უახლოეს თვეებში წარმოადგენს, თავის პირველ კომუნიკატორს ორბირთვიანი პროცესორით.
აპარატი, Xperia Duo მიიღებს, მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორს და ექნება Qualcomm-ის ან ST-Ericsson-ის ჩიპი ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც.
სმარტფონის, სავარაუდო მახასიათბლები გამოიყურება შემდეგნაირად: სენსორული დისპლეი დიაგონალით 4,5-დიუმი (გარჩევადობა — 540×960 წერტილი), 1,5 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 8 გბ და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 2 500 მა/სთ. გარდა ამისა, ნახსენებია კამერა 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით Exmor R CMOS და შუქდიოდური გაელვებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 1080р ფორმატში).
როგორც, მოსალოდნელია, Xperia Duo-ს ანონსი შედგება სექტემბერში. პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა. ხოლო მოწყობილობის ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

