კომპანია Lenovo-მ დაიწყო პორტატული კომპიუტერის IdeaPad Z575-ის გაყიდვები 15,6-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის ფუძე — პლატფორმა AMD Llano: მყიდველებისთვის გათვალისწინებულია ნოუთბუქის მოდელები ჰიბრიდული 32-ნანომეტრიანი პროცესორით E2-3000M ( ორი ბირთვი; 2,4 გჰც), A4-3300M (ორი ბირთვი; 2,5 გჰც) ან A6-3400M (ოთხი ბირთვი; 2,3 გჰც). ყოველ ჩიპს გააჩნია, გრაფიკული კონტროლერი DirectX 11-ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 ან 4 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა  — 320, 500 ან 750 გბ. კომპიუტერს, ასევე გააჩნია, DVD-რექორდერი, 0,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქარდრიდერი «5 1-ში» და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth კონტროლერები.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 წერტილი; HDMI ინტერფეისის საშუალებით, შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე. ლეპტოპის წონა — 2,6 კგ.

IdeaPad Z575 შემოთავაზებულია 530 დოლარიდან (64-ბიტიანი ოპერაციული სისტემით Windows 7 Home Premium).

გამოყენებულია Lenovo-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.