სიმპათიურმა მოწყობილობამ მიიღო სახელი Up. მისი ტარება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მოუხსნელად. არამხოლოდ ესტეთიური სიამოვნების მისაღებად, არამედ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.
Up-ის შემქმნელები არიან, Bluetooth-აქსესუარების ამერიკელი მწარმოებლები Jawbone. ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, კომპანიამ გამოუშვა გაჯეტი, რომლის ტარებაც შესაძლებელია ყოველდღიურად.მასში ჩაშენებული სენსორების საუშალებით, ის აგროვებს ადამიანის აქტივობის, კვების და ძილის მდგომარების შესახებ ინფორმაციას.
დაგროვილი ინფორმაცია, გადაეცემა სმარტფონს, სადაც მუშავდება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. სამაჯურის მფლობელს შეუძლია, გაიგოს არამარტო თავისი ჯანმრთელობის მთლიანი მდგომარეობა, არამედ მიიღოს რჩევები მის გასაუმჯობესებლად.
დევაისი, ორწლიანი მუშაობის შედეგად, წარმოდგენილი იყო TEDGlobal 2011-ის კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში.
Jawbone-ის გენ.დირექტორმა რაჰმან ჰუსეინმა (Rahman Hussein) განაცხადა, რომ Up-ს არ შეუძლია დაავადების განკურნება, თუმცა, სამაჯურს შეუძლია რისკ ფაქტორის შემცირება.
მსურველებს Up-ის შეძენა შეეძლებათ, მიახლოვებით წლის ბოლოსკენ, ხოლო მისი ტექნიკური მახასიათებლების და ღირებულების შესახებ ინფრომაცია, ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Wired-ის მასალები.


კარგი ნიუსია გიო 🙂 ესეთი მოწყობილობები ზოგადად ძალიან მომწონს, ანუ როცა რამდენიმე საჭირო ტექნოლოგის ერთ პატარაში აქცევენ ხოლმე … ისე საინტერესოა რა პრინციპზე მუშაობს, როგორ ზომავს სხვადასხვა მაჩვენებლებს და რა რისკ ფაქტორების შემცირება შეუძლია 🙂
გაიხარე 🙂 წლის ბოლოსკენ უფრო კონტრეტულად გვეცოდინება დეტალები. ისღა დაგვრჩენია რო დაველოდოთ 🙂