კომპანია LG Electronics-მა გამოუშვა 20-დიუმიანი მონიტორი Flatron DX2000.
მოწყობილობაში გამოყენებულია Parallax Barrier-ის ეფექტი: მატრიცაზე ფორმირდება, ორი უმნიშვნელოდ განსხვავებული სურათი მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის, რისი მეშვეობითაც გამოსახულება აღიქმება, როგორც მოცულობითი გამოსახულება. 3D-სურათების დასათვალიერებლად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.
მონიტორში ჩაშენებული კამერა, თვალყურს ადევნებს, ეკრანის წინ მომხმარებლის მდებარეობას, ოპტიმალური სტერეოსკოპიული ეფექტის ფორმირებისთვის. შესაძლებელია 2D-გამოსახულების გარდაქმანა მოცულებითში.
პანელის გაფართოვება შეადგენს 1600×900 პიქსელი; კონტრასტი — 1 000:1. მატრიცის განახლების დრო – 5 მს. ასევე გათვალისწინებულია DVI და HDMI ინტერფეისი.
Flatron DX2000-ის შეძენა, შესაძლებელი იქნება, უახლოეს მომავალში 1 200 დოლარად.
გამოყენებულია LG Electronics-ის მასალები.


