გუშინ, 18 ივლისს, რუსული ორბიტალური აპარატი “სპექტრ-რ” გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან.
სამიზნე ელიპტიკურ ორბიტამდე, რომლის სიმაღლეც 340 000 კმ-ია “სპექტრ-რ”-ი გაიყვანა რაკეტა მატარებელმა “ზენიტ-2SLБ80“.
ორბიტალური ობსერვატორიის შემადგენლობაში შედის, “ ს.ა. ლავოჩნიკის სახელობის სამეცნიერო მწარმოებლობითი გაერთიანების” მიერ აშენებული რადიოტელესკოპი “რადიოასტრონი”, რომელიც აღჭურვილია პარაბოლური ანტენით, დიამეტრით 10მ. ის მუშაობს რამოდენიმე დედამიწის რადიოტელესკოპთან ერთად კავშირში და შექმნის ინტერფერომეტიულ სისტემას, რომელიც საშუალებას მისცემს მაღალი გარჩევადობით მიიღოს კოსმოსური ობიექტების გამოსახულებები. სამეცნიერო პროგრამა “რადიოასტრონა” ითვალისწინებს დედამიწის გრავიტაციული ველის შესწავლას, ასევე ზემასიური შავი ხვრელების გალაქტიკის მოშორებულ წერტილებში, კვარკის ტიპის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი პლაზმის ღრუბლების და ასევე პულსარების შესწავლას. ფიზიკოსები ასევე გეგმავენ გამოთვლების წარმოებას, რომლებიც დაეხმარებათ მზის სისტემის მოძრაობის ფუნდამენტური ასტრონომიული მუდმივების და კონსტანტის დადგენაში.
მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი იქნება დედამიწის რადიოტელესკოპების კოორდინატები დედამიწის მასების ცენტრთან მიმართებაში. ამას გარდა, მეცნიერები ააგებენ ახალ პლანეტარულ მოდელს და გაზომავენ ზოგიერთ ეფექტს, რომელიც ნავარაუდევია ფარდობითობის თეორიის მიხედვით.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=12TFvcWe8aQ
“სპექტრ – რ”-ის მეორე კომპონენტია სამუშაო მოდული “ნავიგატორი”, რომელიც მოიცავს მართვის ბორტკომპიუტერს, რადიოკომპლექსს, ელექტრომომარაგების სისტემას და მამოძრავებელ დანადგარს.
როგორც ვარაუდობენ, “სპექტრ-რ”-ი კოსმოსში როგორც მინიმუმ ხუთ წელიწადს იქნება.
გამოყენებულია “სამეცნიერო ინფორმაციის სააგენტო“-ის მასალები.




