ექსპერტებმა Mars Science Laboratory-ის მისიისთვის აირჩიეს 30 სავარაუდო რაიონიდან ერთ-ერთი.
ჰეილის კრატერი — მარსის ზედაპირზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტი. 154- კილომეტრიანი (დიამეტრი) კრატერის ფსკერზე (5,5 კმ) არის კონუსისებრი ამაღლება, რომელსაც აქვს ფენოვანი სტრუქტურა ( ვარაუდობენ, რომ ის ყალიბდებოდა 2 მილიარდი წლის განმავლობაში). ბევრი თვლის, რომ ადრე, კრატერში არსებობდა ტბა, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური კონუსის საფუძველთან გვხვდება სულფატები, რომლის ფორმირებისთვისაც საჭიროა წყალი.
NASA-მ მარსმსვლელი Curiosity-ის დანიშნულება 22 ივლისს დაამტკიცა: როვერი მარსის ზედაპირზე 2012 წლის აგვისტოში კრატერთან ახლოს დაეშვება, სადაც არის დიდი ზომის კონუსი, რომელიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა და რომელშიც სავარაუდოდ წყალი მიედინებოდა. ამ ადგილას პრიმიტიული მიკროორგანიზმების აღმოჩენის შანსს ან თუნდაც კვალის სპეციალისტები მაქსიმალურად აფასებენ ( NASA სამართლიანად ვარაუდობს, რომ სიცოცხლე უნდა ეძებონ იქ, სადაც იყო წყალი).
აპარატის მთავარი მიზანია მარსზე სიცოცხლის ძებნა, რომელიც რადიოიზოტოპული კვების ელემენტის მეშვეობით იკვლევს კრატერის საფუძველს 1 მარსიანული წლის განმავლობაში (დაახლოებით 1,88 დედამიწის). Curiosity თითქმის ორჯერ გრძელია (2,8მ) და ოთხჯერ უფრო მძიმე თავის ყველაზე უფრო მასიურ წინამორბედებზე. “ცნობისმოყვარეობა” აღჭურვილია 10 კვლევითი ინსტრუმენტით — მანიპულატორი ასევე ორმაგი ფერადი ვიდეოკამერა, კომპაქტური ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია კამერების დახმარებით ორგანული კვალის აღმოჩენა. Curiosity-ის ყველა თვალს აქვს ცალკე ძრავი; მარსმსვლელს შეუძლია 130˚-ით მობრუნება და შეუძლია 75სმ სიმაღლის ზედაპირის გადალახვა.
Mars Science Laboratory-ში ჰეილის კრატერ-მა გაიარა გრძელვადიანი არჩევა, როგორც მისიის დანიშნულების ადგილის კანდიდატმა. 2006 წელს სპეციალისტებმა წარმოადგინეს 30 დაშვების ადგილი მაგრამ საგანგებო ანალიზის და შეფასების შემდეგ 2008 წელს სია შემცირდა ოთხამდე და 2011 წლის ივნისში უკვე ორამდე. (ჰეილის კრატერის ბოლო კონკურენტი იყო ებარსვალდეს კრატერი).
Curiosity გეზს მარსისაკენ აიღებს 2011 25 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე მონაკვეთში.
Curiosity-ის მისია (Mars Science Laboratory):
httpvhd://www.youtube.com/watch?v=gwinFP8_qIM
გამოყენებულია NASA-ის მასალები.



ძაან საიტერსეოა. გიო ნასას მიწერე თუ რამე იპოვეთ არ გამოგვაპარო თქო, თორე თქვნი ფეხი არ ვნახო ზესტაფონში თქო 😀