
ამერიკელი კოსმოსური გამოკვლევების ექსპერტები თვლიან, რომ შესვენება პილოტირებად ფრენებში კატასტროფის ტოლფასია.
ატლანტისის დაშვების შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები ნაციონალური კოსმოსური პროგრამის მდგომარეობის კვლევით დაკავდნენ. თუმცა NASA-ს ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი აცხადებს, რომ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების მომავალი უღრუბლოა, არ ეთანხმებიან ამ აზრს კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტები.
NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი BBC-თან ინტერვიუში ამბობს: “თუ მაღალფარდოვან პოლიტიკურ განცხადებებს გვერდზე გადავდებთ, ცხადი ხდება, რომ პილოტირებული კოსმოსური ფრენების ამერიკული პროგრამა განუსაზღვრელი დროით შეჩერდა” გრიფინი თვლის, რომ სიტუაცია რომელშიც NASA გვთავაზობს კერძო კომპანიების ხომალდებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს, კატასტროფაა, რომლისგანაც ამერიკული კოსმონავტიკა შესაძლოა ვერასდროს ვერ გამოჯანმრთელდეს.
პროფესორი ჯონ ლოგსდონი, რომელიც არის კოსმოსური სტრატეგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ეთანხმება გრიფინს. “ჩვენ დახვურეთ შატლი, ისე რომ არ გვქონდა მისი შემცვლელი. ეს სამწუხაროა” ლოგსდონი ამბობს, რომ “შატლის შემცვლელის არქონა ეს ქვეყნის ხელმძღვანელობის სისუსტის ბრალია. 8 წელი გავიდა და არაფერი არ შეცვლილა, ეს ჩავარდნაა, ეს სირცხვილია, რომ ჩვენ რუსებს უნდა გადავუხადოთ ფული ორბიტაზე გასვლაში. ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ არაფერი არ გაგვიკეთებია, რომ რამე შეგვეცვალა. ჩვენ თვითონ მოვიმწყვდიეთ თავი კუთხეში”
იმედია მკითხველიც დამეთანხმება, რომ ამ ორი ადამიანის კომენტარები უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მე იმედს დავიტოვებ, რომ ამიერიკის კოსმოსური პროგრამა ამითი არც ისე სერიოზულად დაიწევს უკან და მალე ორბიტაზე გასასვლელი ახალი ტრანსპორტიც გამოჩნდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება შემდეგ, თუმცა NASA გულხელდაკრეფილი არ არის და ძალიან მალე გამოჩნდება კომერციული პროექტები, რომელიც გაცილებით უკეთესი იქნება როგორც მეცნიერებისთვის ასევე მთავრობისთვისაც.
