Motorola-ს ფიჭური აპარატების ქვეგანყოფილების უფროსი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)
კომპანია Motorola წლის ბოლომდე გამოუშვებს მძლავრ კომუნიკატორს Android-ის პლატფორმაზე.
აპარატი, დასახელბით Dinara, კორპუსის კონსტრუქციით, წააგავს მოდელს Droid Bionic-ს. ამ უკანასკნელს, გააჩნია, მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორი; 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეის გარჩევადობა — 540×960 წერტილი.
Dinara, როგორც ცნობილია, მიიღებს დიდ HD-ეკრანს, რომლის გარჩევადობაც შეადგენს 540×960 ან 720×1280 პიქსელი. სმარტფონს სავარაუდოდ ექნება, ორ ბირთვიანი პროცესორი Texas Instruments და სიხშირე მინიმუმ 1,2 გჰც.
ასევე ნახსენებია, ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 13-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა, ჭორების თანახმად, შეადგენს 16 გბ-ს.
კომუნიკატორი მიიღებს, მუდმივ აკუმულატორულ ელემენტს და სავარაუდოდ, შეძლებს, მეოთხე თაობის LTE ქსელებში მუშაობას.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

