სექტემბერში, დაიწყება კომუნიკატორის Fujitsu Toshiba IS12T-ის გაყიდვები, რომელიც შესრულებულია მტვრისგან დამცავ, მონობლოკის ტიპის კორპუსში.
იაპონიაში, წარმოდგენილი სიახლე — მსოფლიოში პირველი სმარტფონი Windows Phone 7.5 (Mango)-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელსაც წარმოებაში უშვებს Microsoft. OS-ში, რეალიზებულია 500-მდე ახალი ფუნქცია, მათ შორის შედის: მულტიტასკინგის მხარდაჭერა, ბრაუზერი Internet Explorer 9-ის ბაზაზე, ვებ-გვერდების დარენდერების აპარატულად აჩქარების შესაძლებლობით, ხმის ამომცნობის საშუალება, ინსტრუმენტების გაუმჯობესებული საძიებო და მჭიდრო ინტეგრაცია სოციალურ ვებ-სერვისებთან.
Fujitsu Toshiba IS12T-ს გააჩნია, პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8655 (სიხშირე, სავარუდოდ, შეადგენს 1 გჰც-ს). სენსორული დისპლეის დიაგონალი არის 3,7-დიუმი, ხოლო გარჩევადობა 480×800 წერტილი.
აპარატს აქვს, 13,2-მეგაპიქსელიანი კამერა, 32 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, GPS-მიმღები, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 2.1 და ასევე MicroSD სლოტი. სიახლის ზომები — 59×118×10,6 მმ, წონა — 113 გ.
სმარტფონის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=f4Y7ulxBg-c
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.


