
სათავგადასავლო ექშენი Prince of Persia: The Forgotten Sands გამოვა 18-დან 21 მაისამდე განაცხადა კომპანია Ubisoft-მა.
ეს სიახლე ეხება DS, PS3, PSP, Wii და Xbox 360, ხოლო PC ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
Prince of Persia-ს ახალი ვერსია უბრუნდება ტრილოგიის პიველი ნაწილის The Sands of Time-ის მოვლენებს. მისი აღმატებულება ტოვებს მამის სამფლობელოს და მიემართება თავისი ძმის სამეფოში, სადაც გადახდება ახალი თავგადასავლები. «თქვენ გელოდებათ აღმოსავლეთის იდუმალი და მაცდური საიდუმლოებები», — ირწმუნებიან თამაშის მწარმოებლები. მოთამაშეს კვლავ მოუწევს კედლებზე სირბილი, სალტოებით ტრიალი, ხაფანგების დაძლევა და ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=dJ8hccoZ6hQ
გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები.
