Google Docs for Android-ის განახლებამ პროგრამაში ახალი ფუნქცია დაამატა. დღემდე შეუძლებელი იყო დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში რედაქტირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა მობილური ქსელების მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ტრაფიკის შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. პროგრამა ავტომატურად მოახდენს სინქრონიზაციას, როცა ნებისმიერი WiFi ქსელი გახდება ხელმისაწვდომი მოწყობილობისათვის. ასევე შესაძლებელია სინქრონიზაცია ნებისმიერ დროსაც, თუნდაც მობილური ქსელით. ორიგრამაში განახლდა ნავიგაციური ფუნქციები რაც დოკუმენტის სხვა და სხვა ფრაგმენტებზე სწრაფ გადასვლას უზრუნველყოფს. მოკლედ შეამოწმეთ განახლება თქვნს Android Market-ში.

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.