WIMM-მა წარმოადგინა, მაჯაზე გასაკეთებელი კომპიუტერული მოწყობილობის კონცეფცია Android-ის მართვის ქვეშ.
WIMM-ის იდეა მდგომარეობს შემდეგში: სმარტფონის ელექტრონიკის მოთავსება მაჯის საათის ზომის გაჯეტში. წარმოდგენილი კონცეპტს გააჩნია 1,4 -დიუმიანი სენსორული დისპლეი და პროცესორი სიხშირით 667 მჰც. ჩაშენებული მეხსიერეიბს მოცულობა არის 32 გბ-მდე; ნახსენებია, უკაბელო კავშირის Bluetooth და Wi-Fi მოდულები და ასევე GPS მიმღები. მოწყობილობა, ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს აქსელერომტერით და მაგნიტომეტრით.
Android-თვის დაწერილი მინი-აპლიკაციის მეშვეობით, მომხარებლებს შეეძლებათ თავისუფლად ცვალონ გაჯეტის ფუნქციონალი. მაგალითად, მისი გარდაქმნა შესაძლელებია, მომხარებლის სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგის აპარატად ან ელექტრონულ ორგანაიზერად (organizer).
კომპანია WIMM, არ აპირებს მაჯის მინი-კომპიუტერის დამოუკიდებლად წარმოებას და გაყიდვას. ამის ნაცვლად, ის გეგმავს თავისი პროდუქტის ლიცენზირებას მესამე მხარედ.
პროდუქტების ღირებულება WIMM-მოდულის ბაზაზე, სავარაუდოდ იქნება 200 დოლარიდან 500 დოლარამდე.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=zUGheQ7OT8I
გამოყენებულია BusinessWire-ის მასალები.


