
ღია სორსის ფანებისთვის სასიხარულოდ ინტელმა წარმოადგინა MeeGo 1.0 – Acer Aspire One ნეტბუქზე (532h მოდელი, როგორც სურათზე ჩანს) Pinetrail პროცესორის ბაზაზე. ინტერფეისი უფრო Moblin-ის შთამომავალია ვიდრე Maemo-სი. მასში არის ამოცანები, შეხსენებები, პოპულარული აპლიკაციები, და სწრაფი გაშვების პანელი. ასევე არის 3D თამაშების მხარდაჭერა, ზონები, აპლიკაციები, ხალხი, ინტერნეტი, მედია და პარამეტრების ჩანართები; ასევე რეალურ-დროში განახლებადი სოციალური ქსელები, როგორიცაა Twitter, Facebook და მესინჯერი სრული ინტეგრაციით ოპ. სისტემაში. ასევ ცნობილია რომ ეს ოპ. სისტემა Nokia N900-ზე გამოვა წლის ბოლოსათვის.
მოკლედ ქვემოთ მოცემულია ორი ვიდეო რგოლი, რათა უფრო დეტალურად გავეცნოთ ახალ ოპ. სისტემას ხოლო იმათ ვისაც აქვს Intel Atom-ის ბაზაზე შექმნილი ნეტბუქები შეუძლიათ გადმოწერონ აღნიშნული ოპ. სისტემა და დააყენონ თავიანთ მოწუობილობებზე.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=j64tBucPw0k
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Ub_cwsJnQps
