ჩვენს საიტზე დამთავრდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოგვევლინა თუ რომელ მობილურ პლატფორმას იყენებენ ჩვენი საიტის მკითხველები.

გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სმარტფონების ბაზარზე Android პლატფორმა ლიდერობს. ამერიკისგან გასსხვავებით სადაც Apple-ის iOS პლატფორმაა პირველ ადგილზე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ის მეორე ადგილზეა.  მესამე ადგილზე გავიდა უკვე მოძველებული მაგრამ მაინც პოპულარული Nokia-ს Symbian პლატფორმა. მეოთხე ადგილზე გავიდა Windows Phone 7 – რომელიც ჩვენთან უმთავრესად HTC-ის სმარტფონებზეა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ BlackBerry აქტიურად არის მხარდაჭერილი ჩვენი მობილური ოპერატორების მიერ ის ჩვენს გამოკითხვებში მე-5 ადგილზეა. თუნდაც უმნიშვნელო ერთი ხმა მაგრამ მაინც აღმოჩნდა ერთი მომხმარებელი რომელიც MeeGO ოპ. სისტემას იყენებს, რაც იმედია გაიზრდება მას შემდეგ რაც გამოვა Nokia N9. აშკარად არ გაუმართლა WebOS რომელიც ეკონომიკური სიძნელეების მერე HP-მ შეიძინა და იმედია ახალი სმარტფონები და პლანშეტები ისევე პოპულარული, როგორც Palm-ის პირველი მოწყბილობები.

One Response

  1. დევი bada os-ი რატო არ არის მანდ? 😀

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.