Dell-ის საიტზე გამოჩნდა, პორტატული კომპიუტერის Latitude XT3 მახასიათებლები, რომლის არსებობაც ცნობილი გახდა თებერვალში.
ტრანსფორმირებად ნოუთბუქს გააჩნია 13,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1366×768 პიქსელი. სპეციალური სამაგრის საშუალებით ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. დისპლეიზე შესაძლებელია, რამოდენიმე თითით ერთდროულად (მხარდაჭერილია მულტითაჩ ტექნოლოგია) და ასევე კალმით ზემოქმედება.
კომპიუტერს აქვს, მეორე თაობის Core პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით Intel HD 3000. გარე მონიტორთან შესაერთებლად, გათვალისწინებულია D-Sub და HDMI კონექტორები.
ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური მიმღები, ვებ-კამერა, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი და ასევე თითების ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი. Latitude XT3-ის მაქსიმალური კონფიგურაციით აღჭურვილია, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერებით, GPS-მიმღებით და ასევე 3G მოდულით.
Latitude XT3-ის ზომები შეადგენს 323×222×31 მმ-ს, წონა — 2 კგ. მოწყობილობის გაყიდვები დაიწყება უახლოეს მომავალში; ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Dell-ის მასალები.


Zalian magari kompia me delli maqvs magram magastan axlosac ver mova albat 🙂 chemi azrit eg kompi 2000 dolari mainc egireba
გეთანხები აშკარად მძლავრი ტრანსფორმერია. სიამოვნებით ვიქნებოდი ამის მფლობელი 🙂