
1993 წლის 16 აგვისტოს, იან მერდოკმა გამოაქვეყნა comp.linux.os.development-ში, რომ შექმნა ახალი დისტრიბუტივი.
გასული 18 წლის განმავლობაში, მოხერხებულობითა და საიმეედოობით Debian-მა დაიმსახურა უამრავი მომხმარებლის სიყვარულია. გამოვიდა 11 რელიზი, ყველაზე ბოლოს – Debian 6.0 Squeeze, მასში შედის თითქმის 30 ათასი პაკეტი, ხოლო მიმდინარე unstable ტოტში მათი რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება. მხოლოდ დებიანი იყო ოფიციალურად პორტირებული 13 არქიტექტურაზე და მუშაობთა სხვა და სხვა ტიპის მოწყობილობებზე, კომუნიკატორებით დაწყებული და კოსმოსური შატლით დამთავრებული.
დღეს მთელს მსოფლიოში, დეველოპერები, მოდერატორები და მომხმარებლები ზეიმობენ საყვარელი დისტრიბუტივის დაბადების დღეს.
მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საიტით http://thank-you.debian.net/, რომ მიულოცონ დეველოპერების ჯგუფს და გამოაქვეყნინ თავიანთი ზეიმის ფოტოები.

მეც ვუერთდები მიმლოცვლეთა არმიას!