კომპანია Samsung-მა ევროპაში წარმოადგინა «გუგლფონი» Galaxy R, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და მისი სისქე შეადგენს 9,6 მმ-ს.
ეს არის «სამსუნგის» პირველი სმარტფონი nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე. მასში გამოყენებულია ორბირთვიანი ARM-პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ, ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 8 გბ.
Galaxy R-ს აქვს, 4,2-დიუმიანი სენსორული Super Clear LCD დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი. არის ორი კამერა — 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და 5-მეგაპიქსელიანი უკანა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში.
სმარტფონის არსენელაში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი, MicroSD ბარათის სლოტი და ასევე MicroUSB პორტი. მოდელის წონა — 130 გ.
სიახლე არის, Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ხოლო მისი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=_sxBvpEwgGc
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.


