ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, ოპერატორი Orange, აგვისტოში იწყებს კომუნიკატორის HP Pre 3-ის ევროპულ გაყიდვებს.

Orange-ის გაყიდვების გვერდზე აღნიშნულია, რომ აპარატი აღჭურვილია, ორბირთვიანი პროცესორით, ტაქტური სიხშირე — 1,2 გჰც, თუმცა აქმადე, საუბარი იყო 1,4 გჰც-ზე. მოწყობილობას გააჩნია, 512 მბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-მეხსიერება მოცულობით 8 გბ.

Pre 3 -ს აქვს,  3,6-დიუმიანი დისპლეი გარჩევადობით  480×800 წერტილი, 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში, დამატებითი კამერა ვიდეოზარებისთვის, Wi-Fi ადაპტერი, Bluetooth 2.1 ვერსიის მოდული და ასევე  GPS-მიმღები. სიახლის ზომები — 111×64×16 მმ, წონა — 156 გ.

სმარტფონი შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია მოძრავი-QWERTY კლავიატურით. HP Pre 3 ფუნქციონირებს WebOS 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

სმარტფონის ღირებულება არ სახელდება.

გამოყენებულია The Register-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.