კომპანია Motorola Mobility-მ, დააანონსა კომუნიკატორი Defy+, რომელიც არის Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
აპარატი, შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომელშიც ვერ აღწევს, წყალი და მტვერი. 3,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი აღჭურვილია, Gorilla Glass-ის მყარი შუშით, რისი მეშვეობითაც, ის დაცულია ნაკაწრებისგან. ეკრანის ზომები — 854×480 წერტილი.
სიახლეს გააჩნია, პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 2 გბ;კომპლექტში შედის MicroSD-ბარათი ამავე მოცულობით. სმარტფონს აქვს, 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და გაელვებით, FM-ტუნერი, GPS-მიმღები, ელექტრონული კომპასი და აქსელერომეტრი.
Defy+-ის ზომები შეადგენს 107×59×13,4 მმ-ს; წონა — 118 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომური მუშაობის დრო აღწევს 7,1 საათამდე საუბრის რეჟიმში და 16 დღემდე მოლოდინის რეჟიმში.
სმარტფონის გაყიდვები, ევროპაში, აზიაში და ლათინო ამერიკაში შემოდგომაზე დაიწყება; ღირებულება, ჯერჯერობით არ სახელდება.
გამოყენებულია Motorola Mobility-ს მასალები.


