
ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რა არის MIUI ან Xiaomi, მაგრამ დროა ყველამ იცოდეს, იმტომ რომ ამ ხალხმა მართლა საკვირველი რამ შექმნეს.
MIUI დაიწყო როგორც ჩვეულებრივი Android მოდიფიცირებული ოპ. სისტემა შეცვლილი ინტერფეისით. მისი დამუშავებით ჩინელი დეველოპერები არიან დაკავებული.
და აი დეველოპერებმა გადაწყვიტეს რომ რომის წარმოება არ იყო საკმარისი და შექმნეს ფირმა Xiaomi და გამოუშვეს ტელეფონი. აპარატს ქვია MI-One და აქვს საკმაოდ კარგი მონაცემები, რითაც თამამად შეიძლება ანდროიდ ბაზრის ფლაგმანებს მივაკუთვნოთ.
დავიწყოთ იმით, თუ რა იქნება ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო: მონაცემები, რომლებიც ახალ სმარტფონს საკმაოდ შტამბეჭდავი აქვს.
| ზომა | 125 * 63 * 11.9 (მმ) |
| წონა | 149გ |
| ეკრანი | Sharp 4″ (480 x 854) |
| პროცესორი | Snapdragon S3(MSM8260) 2 ბირთვი 1.5GHz |
| მეხსიერება | RAM — 1GB ROM — 4GB |
| კამერა | 8მპ |
| აკუმულატორი | 1930mAh |
| გრაფიკა | 266MHz Adreno 220 |
| რადიო მოდული | GSM / WCDMA |
| ნავიგაცია | GPS |
| WiFi და Bluetooth | ვერსია ცნობილი არარის |
| სხვა მონაცემები | 3 მოცულობითი ღილაკი. პორტი microUSB. ჩართვის ღილაკი. MI-Button — ღილაკი რომელზეც ნებისმიერი პროგრამის მიბმაა შესაძლებელი. მრავალფეროვანი სისტემური პანელები. ასევე აქსესუარები, რომელიც გაყიდვების დაწყების მერე გამოჩნდება. Bootloader გახსნილია |
| ფასი | 1999 იუანი (505 ლარი.) |
როგორც ხედავთ საკმარისზე მეტი მონაცემები აქვს, რითაც მისი შედარება თამამად შეიძლება HTC Sensation და Samsung Galaxy S II-თან.
ამ მოწყობილობე უმნიშვნელოვანესი კოზირია – ფასი. ამის დაჯერება თავდან შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ტელეფონი 1999 იუანი ღირს, რაც ჩვენი ვალუტით 505 ლარია. თუ გავითვალისწინებთ ჩამოტანის და განბაჟების ხარჯებს ის სხვა ტელეფონებზე გაციელებით იაფი გამოდის. ის თითქმის ორჯერ უფრო იაფი იქნება თავის კონკურენტებთან შედარებით.
ანდროიდის გარდაქმნა – დაახლოებით ამ მიზანს ემსახურება MIUI-ს დეველოპერები, მაგრამ შედეგით თუ ვიმსჯელებთ ეს Android-ის i-სტილში გადაყვანა უფრო გამოდის.
ეტყობა ჩნელებს ჯერ არ უგემიათ საპატენტო ომი და დარწმუნებული არიან, რომ არავინ არაფერს არ შეამჩნევს, ან თვლიან, რომ მათი მოწყობილობები მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება კოპირებას უფრო გავს, რომელიც ადვილად შეიმჩნევა. გვჭირდება ჩვენ ეს ასე? გვაჩვენებს გაყიდვების პირველი ტალღა და რეაქცია სხვა კომპანიებისაგან.

მართალაც სერიოზული მონაცემები აქვს!
kargit ra ai magito mdzuls egeti kompaniebi ra chemi .. undat erti raa sheudzliat mag chinelebs da ushveben dabal passhi bliad ra magati sakmea me riti gamovushveb magatmac gamoushvan eget dabal pasad raa etakebat rame? mara mere miliardebi daakldebat meti raga unda tumca :X
rogorc chans ar gaswirvebiat saavtoro uplebebis brdzola : ) http://android-sale.com/miui-m1-android-phone.html