ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe).

Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play.

მომხმარებელს ელოდება «დაუნდობელი ბრძოლები» უამრავი იარაღითა და მოტოციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ფურგონებითა და ვერტმფრენებითაც კი. რბოლა და სროლა შესაძლებელი იქნება როგორც ერთმომხმარებლიან, ასევე ონლაინ რეჟიმში (16 მოთამაშე).

თამაშის დემონსტრაცია:

httpvhd://youtu.be/QftoTHPs7LY

წყარო: Eurogamer

 

3 Responses

  1. ამას სონიზე ვთამაშობდით და ახლა ემულატორით პერსონალურზეც. ჰეჰე, სპექტრი და დიდი ტანკი იყო ხოლმე მაგარი წყვილი. 🙂

  2. მეც მიყვარდა ძალიან ეგ თამაში, იმედია უკეთესი თუ არა ისეთივე დრაივი მაინც ექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.