Search

Samsung Chronos: მძლავრი ნოუთბუქები Intel-ის პლატფორმაზე

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ნოუთბუქები Chronos. 15,6 და 14 დიუმიაინი ეკრანის დიაგონალით.

პორტატული კომპიუტერები შესრულებულია Intel-ის პლატფორმაზე; მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოიყენება პროცესორი Core i7-2675QM ტაქტური სიხშირით 2,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულება — 8 გბ-მდე. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD6750M. არის DVD-მიმღები, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და USB 3.0 პორტი. ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, PC-ში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, SSD-ს (8 გბ) და HDD-ის (750 გბ) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა.

ლეპტოპებს გააჩნიათ SuperBright ეკრანები, გარჩევადობით 1600×900 წერტილი და სიმკვეთრე 300 კდ/მ². აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 9 საათამდე. ამასთანავე, ტექნოლოგია Battery Life Plus იძლევა ელემენტის «სიცოცხლის» გახანგძლივების საშუალებას. 1 500 ციკლის დამუხტვის შემდეგ უზრუნველყოფს, ელემენტის საწყისი სიმძლავრის 80 %-მდე გაზრდას.

Samsung Chronos ნოუთბუქების ღირებულება იწყება 1 000 დოლარიდან.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.