კომპანია Samsung  IFA 2011-ის გამოფენაზე  (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) პირველად წარმოადგენს თავის კომუნიკატორებს bada 2.0-ის პლატფორმაზე — აპარატები  Wave 3, Wave M და Wave Y.

bada 2.0 ვერსიის ოპერაციულმა სისტემამ მიიღო გაუმჯობესებული ინტერფეისი, უფრო მჭიდრო კავშირი სოციალურ ვებ-სერვისებთან, Wi-Fi Direct-ის და NFC-ის (Near Field Communication) ტექნოლოგიების მხარდაჭერა.

Wave 3-ს გააჩნია 4-დიუმიანი სენსორული Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით  800×480 პიქსელი. აპარატს აქვს პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც; ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება – მისი მოცულობა შეადგენს 3 გბ-ს. სმარტფონის არსენალში ასევე შედის: მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, წინა კამერა 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, GPS-მიმღები, Wi-Fi და Bluetooth 3.0 მოდულები და ასევე მიახლოვების, განათების და ორიენტაციის სესნორები. მისი ზომები — 126×64×9,9 მმ, წონა — 122 გ.

მოდელი Wave M აღჭურვილია 3,65-დიუმიანი თაჩსქრინით (480×320 წერტილი), 832-მეგაჰერციანი პროცესორით, ორი კამერით ( 5- და 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით), Wi-Fi (Wi-Fi Direct-ის მხარდაჭერით) და Bluetooth 3.0 კონტროლერებით და ასევე NFC მოდულით. მოწყობილობის ზომები შეადგენს: 114×63×12,2 მმ-ს, წონა — 121 გ-ს.

Wave Y-ის მახასიათბლები გამოიყურება შემდეგნაირად: 3,2-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 480×320 წერტილი, პროცესორი ტაქტური სიხშირით 832 მჰც, 2-მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi  და Bluetooth 3.0 ადაპტერები. ზომები — 110×58×12,3 მმ, წონა — 102 გ.

ყველა სიახლე შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში; მხარდაჭერილია  HSDPA ქსელებში მუშაობა. გაყიდვები დაიწყება შემოდგომაზე.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

2 Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.