გასულ კვირას შედგა კონფერენცია BUILD, რომლის ფარგლებშიც კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა Windows 8 Developers Preview, Windows Server 8, Visual Studio 11 Developer Preview  და უამრავი სხვა სიახლე. ამის გარდა გაშვებულ იქნა ახალი ოფიციალური საიტი http://dev.windows.com, რომელზეც შეიძლება ვიპოვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და ჩამოვტვირთოთ პროგრამირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის საცდელი ვერსიები.

კონფერენციის განმავლობაში დეველოპერებისათვის და აიტი სპეციალისტებისათვის წაკითხულ იქნა 270-ზე მეტი მოხსენება. აღნიშნული მოხსენებები უკვე გამოქვეყნებულია ონლაინში მისამართზე:  http://channel9.msdn.com/Events/BUILD/BUILD2011. ჩვეულებრივი მოხსენებების გარდა გამოქვეყენებულია პლენარული განხილვებიც, რომლის განმავლობაშიც სტივენ სინოფსკი და მაიკროსოფტის სხვა წარმომადგენლები ანონსს უკეთებენ კომპანიის ახალ ტექნოლოგებსაც: Keynote #1 და Keynote #2.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.