კომპანია Motorola Mobility-იმ შეავსო თავისი «გუგლფონების» ხაზი მოდელით Pro+, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში.
კომუნიკატორი განეკუთვნება ბიზნეს-კლასს. მოწყობილობას გააჩნია 3,1-დიუმიანი სესნორული დისპლეი გარჩევადობით 480×640 წერტილი და Gorilla Glass-ის დამცავი მინა. ეკრანის ქვევით განთავსებულია კლავიატურა QWERTY-განლაგებით. სიახლის არსენალში — კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, ასევე Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი, MicroSD სლოტი, USB 2.0 პორტი და 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე.
სმარტფონი აღჭურვილია 1 გიგაჰერციანი პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 4 გბ. სიახლეს, ასევე აქვს ელექტრონული კომპასი, აქსელერომეტრი, სიახლოვის და განათების სენსორები. აპარატის ზომებია: 120×62×12 მმ, ხოლო წონა — 113 გ.
Motorola Pro+ განკუთვნილია WCDMA/GSM ქსელებში სამუშაოდ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწვს 8 საათამდე სასაუბრო და 13 საათამდე მოლოდინის რეჟიმში. სმარტფონი ფუნქციონირებს Android 2.3-ის (Gingerbread) მართვის ქვეშ.
გაყიდვები დაიწყება ოქოტმბერში; ფასი ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=qTxFjBTfqZg
გამოყენებულია Motorola Mobility-ის მასალები.

