კომპანია Samsung-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი) წარმოადგინა მინი-პლანშეტი Galaxy Note.
მოწყობილობას გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს კონტროლერი Mali-400. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს. ოპერაციული სისტემა — Android 2.3, დამატებითი საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით TouchWiz.
სიახლეს აქვს 5,3-დიუმიანი სენსორული Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი; მიწოდების კომპლექტში შედის კალამი S Pen, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გაჯეტის ინტერფეისის მართვა და ამასთანავე ჩანიშვნების გაკეთება. გარდა ამისა, მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080р ფორმატში და წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით.
Galaxy Note წარმოადგენს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდს: მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს HSPA+ და LTE მობილურ ქსელებში; მისი წონა შეადგენს 180 გ-ს; ხოლო კორპუსის სისქე — 9,65 მმ-ს.
სიახლის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება არ სახელდება.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=GIOtmvKKDgY
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

