კომპანია Lenovo-მ ბერლინში (გერმანია)  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — მოდელი U300s, რომლის გაყიდვებიც დაიწყება ოქტომბერში.

პორტატული კომპიუტერი შესრულებულია Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე, რომლიც მოიცავს მეორე თაობის Core i7 პროცესორს ტექნოლოგიით Turbo Boost. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა 256 გბ-ს.

დისპლეის დიაგონალი — 13,3 დიუმი. ულტრაბუქს გააჩნია 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი; ნახსენებია, აუდიოსისტემა SRS Premium Surround Sound, USB 3.0 პორტი და HDMI.

სიახლის კორპუსის სისქე  — 14,9 მმ; აკუმულატორული ელემეტნის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 200 დოლარად.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=gldFrr9Ppp4

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.