კომპანია Toshiba-მ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა «მსოფლიოში პირველი დიდი ზომის 3D-ტელევიზორი, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური საათვალეები სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად».

პანელს 55ZL2-ს აქვს 55-დიუმიანი დიაგონალი; ხოლო მისი გარჩევადობა  — 3840×2160 პიქსელი (ფორმატი Quad Full HD). 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენების საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას, რაც აძლევს ერთდროულად ცხრა მაყურებელს ყურების საშუალებას.

სიახლეს გააჩნია Smart TV-ის პლატფორმის მხარდაჭერა, რომლიც შეუძლია იმუშაოს ინტერნეტ-კონტენტთან.  შესაძლებელია სატელევიზიო გადაცემების ჩაწერა გარე HDD-ზე, რომელიც მიერთებულია  USB პორტის საშუალებით.

ტელევიზორი Toshiba 55ZL2 ევროპულ ბაზარზე გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბერში; ხოლო მისი ფასი შეადგენს 8 000 ევროს.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.