კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე, (ბერლინი, გერმანია) სხვა მოწყობილობებთან ერთად წარმოადგინა სამაგიდო კომპიუტერი Qosmio DX730, კლასი «ყველაფერი ერთში», რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

მონობლოკს შესაძლებელია ჰქონდეს Pentium ან მეორე თაობის Core i3/i5/i7 პროცესორები. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. კომპიუტერს ექნება DVD-მიმღები ან  Blu-ray რექორდერი.

დისპლეის დიაგონალი — 23 დიუმი; ხოლო მისი გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD). სიახლის განკარგულებაშია; TV-ტუნერი, ქარდრიდერი, ადაპტერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 კონტროლერები და ასევე 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა. გარდა ამისა, ნახსენებია Onkyo-ს აუდიოსისტემა ორი დინამიკით და საბვუფერით.

Qosmio DX730-ის«უმცროს» ვერსიას გააჩნია Intel-ის ინტეგრირებული ვიდეობირთვი; უფრო მძლავრ მოდიფიკაციაში შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GT 540M 1 გბ მეხსიერებით. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი.

მონობლოკის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.