Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება.

გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები.

პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. ამ კომპიუტერს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ-მდე, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray) და დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD 6630 1 გბ მეხსიერებით (არ აქვს ყველა მოდელს).

პანელის დამაგრების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რომელიც ვებ-კამერის საშუალებით თვალყურს ადევნებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. ეს ყველაფერი საჭიროა 3D-სურათების ოპტიმიზაცისათვის; ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, ეკრანისგან 30 სმ-დან 1 მ-მდე დაშორებით.

3D-პანელის შეძენა შესაძლებელი იქნება 130 ევროდ.

გამოყენებულია Nikkei Business Publications-ის მასალები.

3 Responses

  1. dzalian magaria… da nebismier noutbukze sheidzleba dayendes tu marto sonyzea gatvlili?

  2. ჩემი აზრით მარტო სონიზე არ იქნება. ამ ტიპის ეკრანის სხვა ყველა ნოუთბუქზეც იმუშავებს როგორც ვხვდები..

  3. “ამ ტიპის ეკრანის”-ში ვგულისხმობ 15,5 ინჩიან LCD-ს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.