კომპანია Transcend, ტაივანური ინსტიტუტის მხარდაჭერით (ITRI) ახლო მომავალში აპირებს ფლეშ-ბრელოკების გამოშვებას რეკორდული მოცულობით — 2 ტბ-მდე.
ცნობილია, რომ Thin Card-ის მიერთება კომპიუტერთან, შესაძლებელია USB 3.0 ვერსიის ინტერფეისის საშუალებით, რომლის გამტარობის სიჩქარეც შეადგენს 5 გბიტ/წ-ს. ამ ზომებით სიახლე გაუტოლდება თანამედროვე ფლეშ-ბრელოკებს.
Transcend-მა უკვე წარმოადგინა Thin Card-ის ვერსია მოცულობით 16 გბ. ხოლო 2 ტბ-ანი ფლეშ-ბრელოკების წარმოების თარიღი და ღირებულება არ სახელდება. თუმცა დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება შესაძლებელია იყოს 600-დან 800 დოლარამდე.
შეაგახსენებთ, რომ თანამედროვე ფლეშ-ბრელოკების მაქსიმალური მოცულობა არის 256 გბ.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=p7Fp_kLmSIM
გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.


batono davit facebookze mogceret da mipasuxet ra.