დღეს, 8 სექტემბერს, ოპერატორი Verizon Wireless იწყებს, Motorola Mobility-ის ფლაგმანური კომუნიკატორის Droid Bionic-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის აპარატულ პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და გააჩნია მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

4G-ის დაფარვის ზონებში მოწყობილობას შეუძლია, მონაცემების გადმოწერა 12 მბიტ/წ სიჩქარით; ხოლო არხის გამტარუნარიოანობა საპირსიპორ მხარეს (საბაზისო სადგურის მიმართულებით) — 5 მბიტ/წ-მდე.

Droid Bionic-ს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესოი ორი ბირთვით და 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; კომპლექტში შედის MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით.

სმარტფონის განკარგულებაშია: წინა კამერა ვიდეოზარებისთვის, მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით 1080p ფორმატში, Wi-Fi კონტროლერი, და ასევე  HDMI 1.4 და USB კონექტორები. სენსორული დისპლეი დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მყარი მინით, მისი დიაგონლი შეადგენს 4,3-დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 540×960 წერტილი (ფორმატი qHD).

Droid Bionic-ის ღირებულება არის 300 დოლარი (Verizon Wireless-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).

httpvhd://www.youtube.com/watch?v=qD7PLzsEEQM

გამოყენებულია  Motorola Mobility-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.