Intel-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოპერაციული სისტემა Android, ოპტიმიზირებული იქნება Atom პროცესორებთან სამუშაოდ.
ინიციატვია, რომელმაც გაიჟღერა IDF 2011-ის ფორუმზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნია აშშ), დააჩქარებს Atom-ის ჩიპებით მობილური მოწყობილობების გამოჩენას ბაზარე, ასევე გაიზრდება პლანშეტების და მობილურების მწარმოებლების ინტერსესი Intel-ის აპარატული გადაწყვეტილების მიმართ.
IDF 2011-ზე დემონსტრირებული იყო კომუნიკატორების და პლანშეტური კომპიუტერების პროტოტიპები Android-ის მართვის ქვეშ Intel Medfield-ის პლატფორმაზე.
Medfield-ის ფუძე — 32-ნანომეტრიანი Atom-ის ბირთვი მცირე ენერგომოხმარებით და ტაქტური სიხშირით 1,86 გჰც. გრაფიკული ქვესისტემის მწარმოებლურობით Medfield ოთხჯერ აღემატება თანამედროვე Moorestown პლატფორმას.
პლანშეტის პროტოპის სისქე არის 8,9 მმ. გაჯეტს გააჩნია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 პიქსელი, ორი კამერა და სავარაუდოდ NFC მოდული. ოპერაციული სისტემა — Android 3.2 (Honeycomb).
გამოყენებულია Intel-ის მასალები.


