კორპორაცია Sony-იმ განაცხადა, რომ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation Vita პირველად გაყიდვაში გამოჩნდება იაპონიაში.

Vita-ს გააჩნია ოთბირთვიანი პროცესორი ARM Cortex-A9 არქიტერქტურით და გრაფიკული ამაჩქარებელი PowerVR SGX543MP4+, რომელსაც ასევე აქვს ოთხი ბირთვი. მოწყობილობის განკარგულებაშია: 5-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 960×544 წერტილი, ორი კამერა, GPS Bluetooth 2.1+EDR და სხვადასხვა სენსორების კრებულის მოდულები, სამღერძიანი გიროსკოპი და აქსელერომეტრი.

იაპონიაში კონსოლები გაყიდვაში გამოვა 17 დეკემბრიდან.

«უმცროსი ვერსიის» შეძენა Wi-Fi-ადაპტერით, შესაძლებელია 325 დოლარად. ხოლო მოდიფიკაცია Wi-Fi და 3G მოდულებით ჯდება 390 დოლარი. აღსანიშნავია, რომ Vita-ს ანონსის დროისთვის, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ჟანრის 26 თამაში.

კონსოლის გაყიდვები აშშ-ში და ევროპაში დაიწყება 2012 წელს. ამერიკულ ბაზარზე Wi-Fi-ვერსოოს ღირებულება იქნება $250, ხოლო მოდელი 3G-ის მხარდაჭერით — $300.

გამოყენებულია რეიტერის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.