ვებ-წყაროების ინფორმაციით, წლის ბოლომდე კომპანია LG Electronics წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს LU6200-ს Android-ის პლატფორმაზე.
იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს 1,5-გიგაჰერციან პორცესორს Qualcomm-ს ორი ბირთვით და გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 220-ით. სენსორული დისპლეის დიაგონალი შეადგენს 4,5-დიუმს, ხოლო გარჩევადობა — 720×1280 წერტილი.
ნახსენებია ორი კამერა: წინა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით (სავარაუდოდ 1080р ფორმატში). სხვა მახასიათბელები გამოიუყურება შემდეგნაირად: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, TV-ტუნერი (DMB სტანდარტი) და აკუმულატორული ელემნტი მოცულობით 1 830 მა/სთ. სმარტფონის ზომები — 132,9×67,9×10,5 მმ, ხოლო წონა — 123 გ.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მუშაობა მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში. მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

